Belive

ფორმულა 1 პორტუგალიაში დაბრუნდება

11 საათის წინ სხვა
1 წთ

2027 წლიდან, ფორმულა 1 პორტუგალიაში დაბრუნდება. FIA-მ პორტიმაოში გრან პრის აღსადგენად მოკლევადიანი ხელშეკრულება გააფორმა. პორტუგალიის გრან პრი ნიდერლანდებს ჩაანაცვლებს.

2-წლიანი ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ პორტიმაოს ალგარვეს საერთაშორისო ტრასა 2027 და 2028 წლებში უმასპინძლებს რბოლებს. ბოლოს ამ ტრასაზე რბოლები 2020 და 2021 წლებში ჩატარდა. მაშინ Covid-19 პანდემიის გამო რამდენიმე გრან პრი გაუქმდა და გრაფიკში პორტუგალია ჩაჯდა.

პირველად F1 პორტუგალიაში 1958-60 წლებში მართავდა რბოლებს - ლისაბონის გარეუბანში მდებარე ტრასა, ეშტორილი, 1984-1996 წლებში კალენდრის მთავარი დასაყრდენი იყო. ქვეყნის სამხრეთით, პორტიმაოში მდებარე ტრასა 2008 წელს გაიხსნა და პოპულარული სატესტო ადგილი გახდა სპორტული ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის.