Belive

EXTRA TIME | სპორტულ-ინტელექტუალური თამაშის მეორე სეზონი 25 მაისს დაიწყება

2 კვირის წინ სხვა
3 წთ

სპორტულ-ინტელექტუალური თამაშის, "EXTRA TIME" მეორე სეზონი 25 მაისს დაიწყება. ღონისძიებას ამჯერადაც სპორტ-კაფე მარაკანა უმასპინძლებს, ხოლო თამაშის გენერალური სპონსორი კვლავ belive-ა, რომელმაც გამარჯვებული გუნდებისთვის განსაკუთრებული პრიზები დააწესა.

სეზონის გამარჯვებული გუნდი belive-სგან 2500 ლარით დაჯილდოვდება. მეორეადგილოსანს 1500 ლარი ერგება, ხოლო მესამეადგილოსანს 1000 ლარი გადაეცემა. belive-სგან დაწესებული სეზონის მთავარი პრიზის გარდა, თითოეული ტურის ბოლოს გამოვლინდებიან საუკეთესოები, რომელთაც სპონსორებისგან სხვადასხვა საჩუქრები გადაეცემათ და ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ belive 4 საუკეთესო მონაწილეს Youtube ლიგაში თამაშის შესაძლებლობას მისცემს. გენერალური სპონსორის მხარდაჭერით, გექნებათ შესაძლებლობა გახდეთ Youtube გადაცემის "შენ იცი სპორტი"-ს ძირითადი ბადის მონაწილე. საგზურის მოსაპოვებლად, ტურის დასრულებისთანავე, სპეციალური მინი-ტურნირი მოეწყობა, სადაც მხოლოდ "EXTRA TIME"-ის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორებმა, გიგა ჩალიგავამ და ცოტნე გვასალიამ მეორე სეზონშიც განსაკუთრებით იზრუნეს თამაშის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე. "EXTRA TIME"-ს შემოქმედებითმა ჯგუფმა 5 რაუნდისგან შემდგარი, სახალისო ფორმატი შეადგინა, სადაც თითოეულ ტურს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მეორე ტურიდან აღნიშნული ღონისძიების ჩატარება ქუთაისშიც იგეგმება.

EXTRA TIME ფორმატი

 I - SPRINT (გასახურებელი რაუნდი)

 რაუნდი მოიცავს თხუთმეტ შეკითხვას კონკრეტულ თემატიკაზე, რომელიც გამოცხადდება რაუნდის დაწყების წინ. თითოეულ შეკითხვაზე მოსაფიქრებლად 30 წამია გამოყოფილი. სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი - 0 ქულით.

 II - ფოტორაუნდი

 მოთამაშეები პასუხს გასცემენ 15 შეკითხავს რომლებიც დაფუძნებულია ფოტომასალაზე. სწორი პასუხი ფასდება 1 ხოლო არასწორი პასუხი 0 ქულით. მოსაფიქრებელი დრო 30 წამი.

 III - SURVIVAL რაუნდი

 თანმიმდევრობით დასმული 10 შეკითხვა - თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ხოლო არასწორი 0 ქულით. თითოეული გუნდი მოცემულ რაუნდს თამაშობს პირველ შეცდომამდე, არასწორი ან არჩაბარებული პასუხის შემთხვევაში გუნდი ეთიშება რაუნდს. რაუნდის მაქსიმალური ქულა - 10.

 IV - ბრეინბოლი

 10 ლოგიკური-სააზროვნო შეკითხვა, მოსაფიქრებელი დრო - 1 წუთი. სწორი პასუხი ფასდება 2, ხოლო არასწორი - 0 ქულით.

 V - რაუნდი "90+"

6 თემა, თითოეულში 3 შეკითხვა. 1-2-3 ქულა. მოთამაშეები თითოეული გუნდიდან ინდივიდუალურად დაუპირსიპირდებიან ერთმანეთს არასწორი პასუხი ფასდება შესაბამისი ნომინალის მინუს ქულით. რაუნდში მონაწილეობას მიიღებს რეიტინგის ოთხი საუკეთესო გუნდი.

 EXTRA TIME-ში მონაწილეობისთვის უნდა დაარეგისტირო გუნდი, რომელიც შედგება 6 წევრისგან. თამაშის ღირებულება გუნდზე 150 ლარს შეადგენს. რეგისტრაცია კი აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.