"დიდ სახელებთან მსურს ჩხუბი, ეს დავიმსახურე" - რომან დოლიძე
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მედიასთან საუბრისას რომან დოლიძემ დივიზიონში ახალი სახეებისა და საინტერესო მებრძოლების შესახებ ისაუბრა. შარა მაგომედოვი, ბო ნიკალი და დე რიდერი საშუალო წონაში ძალიან ხმაურობენ. თავის დროზე დოლიძე მათთან ბრძოლას ითხოვდა, თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და რომანს განსხვავებული გეგმები აქვს.
შარასთან ჩხუბი ჩემთვის ადრე უფრო საინტერესო იყო. მან ჩემი ქვეყნის შესახებ ისაუბრა, ეს სულ სხვა სიტუაციაა. თავიდან, როცა მასთან ჩხუბის სურვილი გამოვთქვი, დიდ ყურადღებას იქცევდა, მაგრამ ახლა შარასთან დაპირისპირებას აზრი არ აქვს. ბო ნიკალი, რეინერ დე რიდერი, შარა მაგომედოვი - ამ ბიჭებიდან არცერთთან ჩხუბი საინტერესო არ არის. მე უფრო დიდი სახელი მინდა, ეს დავიმსახურე. - განაცხადა რომან დოლიძემ
შეგახსენებთ, რომ დოლიძეს მომავალი ბრძოლა მარვინ ვეტორის წინააღმდეგ ელის. ქართველისა და იტალიელის ჩხუბი აქამდეც შედგა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. დოლიძისა და ვეტორის რემატჩი 16 მარტს UFC Fight Night-ზე შედგება. აღსანიშნავია, რომ მათი ბრძოლა საღამოს მთავარი ჩხუბი იქნება.