დანიას ხელბურთში ვერავინ უგებს - ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონები
ხელბურთში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, დანიის ნაკრებმა, კიდევ უფრო გააძლიერა დომინაცია. დანიელებმა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ხორვატია, ნორვეგია და დანია მასპინძლობდა, ფინალში სწორედ მასპინძელი ხორვატია და დანია გადაიკვეთნენ, სადაც დანიელებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და 32:26 გაიმარჯვეს.
ყველაზე მეტჯერ (6) მსოფლიოს ოქროს მედლები ფრანგებს აქვთ მოპოვებული, დანიამ კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუმინეთთან და შვედეთთან ერთად - სამივე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი 4-ჯერ გახდა.
ფინალური მატჩის საუკეთსო ბომბარდირი დანიელი მატიას გიდსელი გახდა, რომელმაც ხორვატებს 10 გოლი გაუტანა (11 დარტყმიდან). დანიამ ნახევარფინალში პორტუგალიას 40:27 მოუგო, მეოთხედფინალში კი ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა.
The 2025 world champions: 🇩🇰 Denmark
— International Handball Federation (@ihfhandball) February 2, 2025
⭐⭐⭐⭐#CRODENNOR2025 #inspiredbyhandball pic.twitter.com/1Yir3mom09