"ჭკვიანური იქნება თუ ილია ზედა წონაში ავა და ბევრ ფულს გამოიმუშავებს" - არმან ცარუკიანი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
არმან ცარუკიანი ამბობს, რომ ილია თოფურიასთვის ზედა წონაში ასვლა არცერთ შემთხვევაში წამგებიანი არ იქნება. შედეგის მიუხედავად, თოფურია ბევრ ფულს მიიღებს და თუნდაც წააგოს, ხალხი მასზე ცუდს არ იტყვის. არმანის თქმით, თუ ილია ისლამს მოუგებს სპორტის ლეგენდა გახდება.
ჭკვიანური იქნება, რომ ილია ზედა წონაში ავიდეს და ბევრი ფული გამოიმუშავოს. წაგების შემთხვევაშიც კი, ხალხი იტყვის, რომ მან მესამე ქამრისთვის ბრძოლის შანსი გამოიყენა. წარმოგიდგენიათ ისლამი, რომ დაამარცხოს? ის სპორტის ლეგენდა გახდება. სამი ქამარი აქამდე არავის მოუგია.
ისლამთან რომ წააგოს, ჩვენს წონაში დაბრუნდება, მეც მოვუგებ და UFC ორგანიზაციიდან გააგდებს. - განაცხადა არმან ცარუკიანმა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC თეთრ სახლში ილიასა და ისალმის ჩხუბს გეგმავდა, თუმცა, დაღესტნელმა ტრავმის გამო ბრძოლაზე უარი თქვა. ახლა თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და მათ შორის მსუბუქი წონის ქამრის მფლობელიც გაირკვევა.