ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგება
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ავსტრიის გრან პრის მესამე საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტების დომინაციით მიმდინარეობს. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე ქართველმა, ტატო გრიგალაშვილმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხეს და ახლა ერთმანეთს ოქროსთვის დაუპირისპირდებიან.
გრიგალაშვილმა გზად ფრანგი ტეო ჰერბიერი, იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი, ავსტრიელი ტომას შარფეტერი და სერბი მილან რადული გაიარა.
გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველ დაპირისპირებაში სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა, შემდეგ უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო გამოთიშა ასპარეზობას, მეოთხედფინალში იაპონელ რიკუ ოკადას მოუგო, ფინალის საგზურისთვის კი ბრაზილიელი მარსელო ფრონკოვიაკი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 100 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია გურამ თუშიშვილიც, შალვა გურეშიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.