"ასეთი მიდგომა მძულს" - პოლ ფელდერი თოფურიაზე
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ყოფილი მებრძოლი და ახლა უკვე MMA ანალიტიკოსი პოლ ფელდერი ილია თოფურიას აკრიტიკებს. როგორც ფელდერი ამბობს, მას თოფურიას პოზიცია აღიზიანებს. პოლი თვლის, რომ ჩემპიონი მთავარ კონტენდერს - არმან ცარუკიანს არასწორად ექცევა.
ეს ბიჭი ჩემპიონობის პირველი კანდიდატია და შენ გირჩევნია ქამარი დათმო, ვიდრე მას ებრძოლო? კარგი რა...
როცა ამ თაობის მებრძოლები ჩემპიონები ხდებიან, ცდილობენ კატეგორიას გადაახტნენ და ბიჭებთან ბრძოლაზე უარი თქვან. საქმე ასე არ კეთდება. თუ შენ საუკეთესო ხარ და ის შენი დონის არაა, მაშინ დაამტკიცე. უბრალოდ გამოდი და დაამტკიცე. ასეთი მიდგომა მძულს. - განაცხადა პოლ ფელდერმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას პოტენციურ მეტოქეთა შორის ერთ-ერთი არმან ცარუკიანია. სომეხი მებრძოლი მსუბუქი რეიტინგის სიაში მე-2 პოზიციას იკავებს. მას მხოლოდ ისლამ მახაჩევი უსწრებს, რომელმაც ზედა წონაში ასპარეზობის გადაწყვეტილება მიიღო.