ანტონელის ტრიუმფი მონაკოს ქაოსში: ახალგაზრდა იტალიელმა მონტე-კარლო მოიგო
ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მონაკოს გრან პრი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ქაოტური და დრამატული რბოლა. მონტე-კარლოს ვიწრო ქუჩებში გამართულმა ეტაპმა გულშემატკივარს ყველაფერი აჩუქა - დაწყებული ლიდერების ტექნიკური პრობლემებით, დასრულებული წითელი დროშებითა და ტრასის საფარის დაზიანებით. თუმცა, ამ მთლიან ქაოსს ერთი გამოკვეთილი გმირი ჰყავდა - მერსედესის იტალიელი თინეიჯერი კიმი ანტონელი.
pensar que al final un tipo de diecinueve años y con una sola temporada de experiencia iba a llevar a italia a lo más alto de la f1 una vez más y no ferrari. andrea kimi antonelli es un distinto y les tocará aceptarlo pic.twitter.com/HzSTcD7pyn
— pia #K1MI (@piiiant) June 7, 2026
ახალგაზრდა იტალიელმა პილოტმა სტარტიდან ფინიშამდე უშეცდომოდ მართა ბოლიდი, სეზონში თავისი მე-5 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა ჩაატარა ლეგენდარულმა ლუის ჰემილტონმაც, რომელმაც ფერარის ბოლიდით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პოდიუმის მესამე საფეხურზე მოულოდნელად „რედ ბულის“ ახალბედა ისაკ ჰაჯარი ავიდა.
საინტერესოა, რომ მე-10 ადგილზე ფინიშით სერხიო პერესმა ახალ გუნდს - კადილაკს, ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველი ქულა მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ რბოლის შემდეგ მისი არასწორი სტარტი მაინც გამოძიების პროცესში იყო.
Résultats provisoires du Grand Prix de Monaco 🏎️🇲🇨#MonacoGP #Monaco #F1 #Formula1 #Formule1 pic.twitter.com/jwx9hOFltf
— 🇫🇷 • BoxToBrief (@boxtobrief) June 7, 2026
ანტონელის მეწყვილე ჯორჯ რასელმა, სტრატეგიული შეცდომისა და ჯარიმის გამო, ქულების მიღმა, მე-13 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. რბოლას ნაადრევად ტექნიკური თუ პირადი მიზეზებით გამოეთიშნენ: მაქს ვესტაპენი, კარლოს საინსი, შარლ ლეკლერი, ლანდო ნორისი, ოლი ბირმანი და ვალტერი ბოტასი.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ კიმი ანტონელი ჯამში კიდევ უფრო წინ გაიჭრა და 156 ქულით დაწინაურდა. მეორე ადგილზე ლუის ჰემილტონია 90 ქულით,ხოლო მესამე ადგილზე ჯორჯ რასელი 88 ქულით.