ანა კალანდაძე ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგის ALL STAR-ში მოხვდა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
პოლონური "დოლინა ჟეშუვის" ქართველი ფრენბურთელი, ანა კალანდაძე ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგის ALL STAR-ში მოხვდა. ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ALL STAR-ის წევრები, ფანების გამოკითხვის შედეგად შეარჩიეს.
ანა კალანდაძემ გულშემატკივართა ხმების 53.9% მიიღო და კონკურენტები სოლიდური სხვაობით დაამარცხა.