"ამ ჩხუბში პროგნოზი არ მაქვს" - სტერლინგი ილიასა და ისლამის ჩხუბზე
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამაინ სტერლინგმა ილიასა და ისლამის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. იამაიკელს ამ ჩხუბში არჩევანის გაკეთება გაუჭირდა და თქვა, რომ პროგნოზს ვერ გააკეთებს.
ამ ბრძოლაზე რა პროგნოზიც არ უნდა გავაკეთო, ვიღაც აუცილებლად გაბრაზდება. სიჩქარის უპირატესობა ილიას მხარესაა. კრივი და დარტყმების სიძლიერე - ილია აქაც უკეთესია. დარტყმებს წვივებში, რომელიც ძალიან საშიში იარაღია, თოფურია უკეთესად იყენებს, ვიდრე მახაჩევი. ჭიდაობა, საბმიშენი და კონტროლი - აქ ისლამის მხარეს ვიხრები. ამ ჩხუბში, ძალა მახაჩევის მხარეს იქნება. ამ ჩხუბზე პროგნოზი არ მაქვს. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა
მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, მახაჩევისა და თოფურიას ჩხუბზე დიდი მოთხოვნაა. ჯერჯერობით, არაფერი დაგეგმილა, მაგრამ "მატადორმა" მსუბუქი წონის ჩემპიონთან დაპირისპირების სურვილი მრავალჯერ გამოთქვა.