Belive

"50% ფიქრობს რომ მე მოვიგებ, 50% ფიქრობს რომ ილია მოიგებს" - არმან ცარუკიანი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

არიელ ელვანისთან სტუმრობისას ცარუკიანმა თოფურიასთან ჩხუბის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. სომეხს სჯერა, რომ მათი დაპირისპირება ძალიან მასიური იქნება, რადგან ორივენი ფორმის პიკში არიან.

წარმოგიდგენიათ ჩემი და ილიას ბრძოლა თეთრ სახლში? ამის შესახებ ყველა ისაუბრებდა. ჩვენ ორივენი ახალგაზრდები და საკუთარი ფორმის პიკში ვართ. გულშემატკივრების 50% ფიქრობს რომ მე მოვიგებ, 50% ფიქრობს რომ ილია მოიგებს. მასიური ბრძოლა იქნება. - ამბობს არმან ცარუკიანი

შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ჩხუბის ჯასტინ გეიჯისთან ელის, რომელიც მსუბუქი წონის ქამრისთვის თეთრ სახლში შედგება. რაც შეეხება ცარუკიანს, მას ოფიციალურად ჩანიშნული არაფერი აქვს.

სხვა სტატიები