"15 მარტს ყველა კითხვას პასუხს გავცემ" - რომან დოლიძე
5 საათის წინ
სხვა
1 წთ
15 მარტს რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას გამართავს. ქართველის მოწინააღმდეგე მარვინ ვეტორი იქნება და შანსი აქვს რევანში აიღოს. შეგახსენებთ, რომ რომანისა და მარვინის პირველი ჩხუბი იტალიელის გამარჯვებით დასრულდა.
ჩხუბი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბევრმა მაშინვე აღნიშნა, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. დოლიძემ ბრძოლის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი მის სასარგებლოდ დასრულდება.
15 მარტს მარვინ ვეტორის წინააღმდეგ ვიბრძვი. ჩემი მეტოქის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენს პირველ ბრძოლაში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. 15 მარტს თქვენს ყველა კითხვას პასუხს გავცემ. ვიმედოვნებ მეტოქე ამ ჩხუბს საუკეთესო ფორმაში შეხვდება და კარგი ბრძოლა გვექნება. - განაცხადა რომან დოლიძემ
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა დოლიძემ კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ ჩაატარა. პირველი რაუნდის შემდეგ, გატეხილი ნეკნის გამო, ამერიკელის კუთხე ბრძოლა გააჩერა და რომანმა მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.