ვირტუსის 5/5 გამარჯვება - შენგელიამ კვლავ შესანიშნავად ითამაშა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
"ვირტუს ბოლონიამ" იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. ბოლონიელების მორიგი მსხვერპლი "ნაპოლი" გახდა, რომელსაც 75:88 აჯობეს.
მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე კვლავ საქართველოს ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც პარკეტზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო.
თორნიკე შენგელიამ 2/3 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო და 2/2 სამქულიანი ჩააგდო.
"ვირტუსი" ახალ სეზონს საოცრად იწყებს. მათ იტალიის ჩემპიონატში 100%-იანი შედეგი აქვთ. 5 მატჩიდან ბოლონიელებმა ხუთივეში გაიმარჯვეს, ხოლო ევროლიგაზე ჩატარებული 5 მატჩიდან, 4-ში შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
თორნიკე შენგელიას კლუბი შემდეგ მატჩს ევროლიგაზე "ანადოლუს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 3 ნოემბერს შედგება.