ვიქტორ ვემბანიამამ NBA-ს რეკორდი დაამყარა | მან ორმაგი დუბლი 8 წუთში გაიფორმა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სან ანტონიო სპურსმა ჩიკაგო ბულსი 129:114 დაამარცხა.
მატჩი გამორჩეული იყო ვიქტორ ვემბანიამას მორიგი ფენომენალური პერფორმანსით, ფრანგმა ვარსკვლავმა რეკორდი დაამყარა, კერძოდ მან NBA-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფად შეძლო ორმაგი დუბლის გაფორმება, მას 10 ქულის და 10 მოხსნის დაგროვებისთვის სულ რაღაც 8 წუთი დასჭირდა, აქამდე რეკორდი ანდრე დრამონდს ეკუთვნოდა (9 წუთი).
სულ მატჩში ვიქტორ ვემბანიამას 41 ქულა და 16 მოხსნა ჰქონდა, ამ მაჩვენებლით კი ის მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო, ამას გარდა ფრანგს 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჰქონდა.
ვიქტორ ვემბანიამა რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდოსთვის ბრძოლას აგრძელებს, ის საშუალოდ 24.2 ქულას, 11.3 მოხსნას და 3.1 დაფარებას (ლიგაში საუკეთესო) აგროვებს - აღსანიშნავია, რომ საშუალოდ საშუალოდ 1.8 დაფარებაზე მეტი არცერთ სხვა მოთამაშეს არ აქვს.
SEASON HIGH FOR WEMBY 👽
— NBA (@NBA) March 31, 2026
41 POINTS
16 REBOUNDS
3 BLOCKS
Spurs roll to their 9th straight win! pic.twitter.com/qKhJWWWlma
სან ანტონიოს ზედიზედ 9 მოგება აქვს, სპურსი დასავლეთ კონფერენციაში 57 მოგებით და 18 მარცხით მე-2 პოზიციაზეა.