Belive

ვიქტორ ვემბანიამა: "ჩემი მიზანია, რომ 2025 წლის ევრობასკეტზე ნაკრებს დავეხმარო"

6 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "სან-ანტონიო სპურსის" 21 წლის სუპერვასკვლავმა - ვიქტორ ვემბანიამამ დაადასტურა, რომ იგი მზად არის 2025 წლის ევრობასკეტზე საკუთარი ნაკრების ღირსება დაიცვას.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ვემბანიამამ დაარწმუნა საფრანგეთის კალათბურთის ფედერაცია, რომ ყოველგვარი ფიზიკური შეფერხების გარეშე, ევრობასკეტზე საფრანგეთის ნაკრებში ითამაშებს.

"მე ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე - საფრანგეთმა მომცა ყველაფერი, რითიც მოვხვდი NBA-ში, ახლა კი მადლობის გადახდის დროა. მე ამ ქვეყნისთვის ვითამაშებ იქამდე, სანამ საშუალება მომეცემა..." - ვიქტორ ვემბანიამა

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი "სპურსში" სწორედ სამშობლოდან წავიდა. მან კარიერა "ნანტერში" დაიწყო, შემდეგ "აველში" გადავიდა, ხოლო ბოლოს "მეტროპოლიტანს 92"-ში ითამაშა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2025 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, მასპინძელი ქვეყნები კი: კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია იქნებიან.