Belive

ვემბანიამას გენიალური თამაშით ოკლაჰომა პლეი ოფში პირველად დამარცხდა

23 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

სან ანტონიო სპურსმა, მოქმედ ჩემპიონ ოკლაჰომა სითის, მოგებების სერია გაუჩერა. დასავლეთ კონფერენციის ფინალში, ვემბანიამას გენიალური თამაშის წყალობით, სპურსმა თანდერი 122:115 დაამარცხა (ოკლაჰომას ფინიქსთანაც და ლეიკერსთანაც 4:0 ჰქონდა მოგებული).

თამაშის ბედის გადაწყვეტას ორი ექსტრა ტაიმი დასჭირდა. დასავლეთ კონფერენციის პირველ და მეორე ნომრებზე გასულების მატჩში, ვემბანიამა - წლის საუკეთესო მცველი, თანდერის შაი გილჯეს-ალექსანდერს დაუპირისპირდა, რომელიც ზედიზედ მეორე წელია NBA-ს ყველაზე ღირებულ მოთამაშეა.

ვემბანიამას მეორე ექსტრა ტაიმის დასრულებამდე 22 წამით ადრე ჩატენილმა ბურთმა სპურსი ექვსი ქულით დააწინაურა, ხოლო და ფრანგმა თამაში 41 ქულით და 24 მოხსნით დაასრულა. ვემბის 3 პასი და 3 დაფარებაც ჰქონდა.

22 წლისა და 134 დღის ასაკში, ის NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც პლეი ოფის თამაშში 40+ ქულა და 20+ მოხსნა დააგროვა. ვემბანიამა უილტ ჩემბერლენს (1960) შეუერთდა, როგორც ერთადერთ მოთამაშეს, რომელმაც ეს საკუთარ სადებიუტო კონფერენციის ფინალში მოახერხა.

სხვა სტატიები