თურქული გრანდი სანდრო მამუკელაშვილს შეუთანხმდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,სან ანტონიო სპურსის'' ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, კარიერა, შესაძლოა, ,,ფენერბაჰჩეში'' გააგრძელოს. ინფორმაციას თურქული Enganche Sports ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი კალათბურთელის გადაბირებით, კიდევ ერთი გრანდი - ,,ეფესიც'' ინტერესდება, თუმცა ,,ფენერმა'' მასთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
როგორც Enganche Sports წერს, სანდროს გაშვება ,,სან ანტონიოსაც'' სურს და ევროპაში გადმოსვლაზე თანახმა თავად კალათბურთელიცაა.
რამდენიმე დღის წინ ბერძნულ მედიაში დაიწერა, რომ მამუკელაშვილის ტრანსფერით ათენის ,,პანათინაიკოსიც'' ინტერესდებოდა.
სანდრო მამუკელაშვილი ,,სან ანტონიოში'' გატარებულ გასულ სეზონში საშუალოდ 9.8 წუთს თამაშობდა და 4.1 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.1 ასისტს აგროვებდა.
Sandro Mamukelashvili transferi için hem Fenerbahçe Beko hem Anadolu Efes yarışa girdi. Efes o bölgeye yapacağı transferi yaparsa bu transferden çıkacak. San Antonio Spurs oyuncuyu göndermek istiyor. Oyuncu da Avrupa'ya sıcak. Fenerbahçe oyuncu ile kişisel şartlarda anlaştı. pic.twitter.com/IQkH0slbr1
— Ersan Serdal (@ersanserdall) May 29, 2024