Belive

ტორონტო დეტროიტთან დამარცხდა | სანდრო მამუკელაშვილს შედეგიანი მატჩი ჰქონდა

10 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსი დეტროიტ პისტონსთან 116:127 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 22:01 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა ჯეილენ დურენმა ჩააგდო, 24 ქულა ჰქონდა ერ ჯეი ბარეტს.

ტორონტო რეპტორსი 42 მოგებით და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 2 აპრილს, საკრამენტო კინგსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები