Belive

ტენერიფემ რეალ მადრიდი დაამარცხა | შერმადინს კარგი მატჩი ჰქონდა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ტენერიფემ ცხრილის ლიდერი რეალ მადრიდი სტუმრად 95:90 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 27:01 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 10-დან 10 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა მარსელინიო უერტასმა ჩააგდო, 18-18 ქულა კი სამმა კალათბურთელმა დააგროვა, ესენია - ანდრეს ფელისი, პატი მილსი და ედი ტავარესი.

ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში 34 ქულით მე-6 ადგილზეა (17 მოგება, 10 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 25 აპრილს, მურსიას წინააღმდეგ გამართავს.