სიყვარული და ოჯახი, მომენატრებით - დონჩიჩი ლოს ანჯელესში ჩაფრინდა
6 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
ყველასათვის მოულოდნელად, NBA-ის ვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი, "დალას მავერიქსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გაუშვა, სლოვენიელი კალათბურთელი ლეიკერსის ცენტრში, ენტონი დეივისში გაცვალეს. ამ ტრეიდის შესახებ მედიაში არაფერი იწერებოდა, ამიტომ კალათბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის ეს ამბავი ნამდვილი "ბომბი" აღმოჩნდა. ლუკა უკვე ჩავიდა ლოს ანჯელესში, დალასს კი სიყვარულის წერილით დაემშვიდობა.
შვიდი წლის წინ მოვედი აქ, როგორც მოზარდი, რათა ამეხდინა ჩემი ოცნება, მეთამაშა კალათბურთი უმაღლეს დონეზე. ვფიქრობდი, რომ კარიერა აქ დამესრულებინა და ძალიან მინდოდა თქვენთვის ჩემპიონობა მომეტანა. თქვენგან მიღებული სიყვარული და მხარდაჭერა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე ვიოცნებებდი.
ვიწყებ ჩემი საკალათბურთო მოგზაურობის შემდეგ ნაწილს. ვტოვებ ქალაქს, რომელიც ყოველთვის მაფიქრებინებს, რომ სახლიდან შორს ვარ. დალასი განსაკუთრებული ადგილია და Mavs-ის ფანები განსაკუთრებული გულშემატკივრები არიან. გმადლობთ ყველაფრისთვის.
სიყვარული და ოჯახი - მომენატრებით. - წერს ლუკა დონჩიჩი
#MFFL pic.twitter.com/qVMcV2uh5m
— Luka Doncic (@luka7doncic) February 2, 2025