Belive

შენგელიას 6 ქულა უნიკახასთან | ბარსელონამ მოიგო

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში ბარსელონამ უნიკახას უმასპინძლა და 97:91 დაამარცხა. კატალონიელებს შიდა ჩემპიონატში ზედიზედ 2 მატჩი ჰქონდათ წაგებული, ამიტომ ეს მოგება გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო.

თორნიკე შენგელიას ბარსელონას ძირითად ხუთეულში არ დაუწყია - ჩვენი ნაკრების კაპიტანმა 20 წუთი მიიღო და ამ დროში გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მხოლოდ სამჯერ შეუტია კალათს, ერთი სამქულიანი ააცილა, ორქულიანები კი ზუსტი აღმოჩნდა.

ბარსელონას 24 ჩატარებულ მატჩში 16 მოგება აქვს და ჩემპიონატის მეოთხე ადგიილზეა - კატალონიელები მომდევნო ტურში სარაგოსას ესტუმრებიან.