სან ანტონიომ ნიქსი დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს სუპერფინალების მე-3 შეხვედრაში სან ანტონიო სპურსმა ნიუ იორკ ნიქსი სტუმრად 111:115 დაამარცხა და სერიაში ანგარიშის სხვაობა შეამცირა - 2:1.
მატჩში 32-32 ქულით საუკეთესოები იყვნენ ჯეილენ ბრანსონი და ვიქტორ ვემბანიამა, 28 ქულა ჩააგდო ოჯეი ანუნობიმ, ხოლო 23 ქულა მიითვალა სტეფონ კასტლიმ.
აღსანიშნავია, რომ NBA-ს ფინალების ისტორიაში ვემბანიამა, მეჯიქ ჯონსონის შემდეგ მეორე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც 30+ ქულა, 5+ მოხსნა და 5+ შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ფრანგმა ვარსკვლავმა ეს შედეგი 22 წლის და 155 დღის ასაკში დააფიქსირა, ხოლო მეჯიქმა ეს კიდევ მაშინ შეძლო როდესაც 20 წლის და 276 დღის იყო.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 11 ივნისს, კვლავ ნიქსის არენაზე მედისონ სქუერ გარდენში გაიმართება.