სან ანტონიომ მოიგო, ორლანდო დამარცხდა - ქართველებს არ უთამაშიათ
დღეს NBA-ში გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა ითამაშეს.
,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,იუტა ჯაზს' სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:111 მოუგო.
მწვრთნელის გადაწყვეტილებით მატჩში სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია. ,,სპურსს'' 31 ქულით, 6 ასისტით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დევინ ვასელმა ულიდერა.
8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 93:101 დამარცხდა ,,ორლანდო მეჯიქი'' ,,გოლდენ სტეიტ უორიორსთან''. მწვრთნელისგან სათამაშო დრო ვერც გოგა ბითაძემ მიიღო.
,,ორლანდოს'' რიგებში 26 ქულით, 7 მოხსნით, 4 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით კოულ ენტონი გამოირჩა.
,,ორლანდო მეჯიქი'' 42 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო'' კი 17 მოგებითა და 56 მარცხით დასავლეთში ბოლოა.
ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 30 მარტს ,,ლოს ანჯელეს კლიპერსთან'' გამართავს, ,,სპურსი'' კი, ასევე 30-ში, ,,ნიუ იორკ ნიქსს'' უმასპინძლებს.