Belive

სან ანტონიო ჰიუსტონთან დამარცხდა | მამუკელაშვილს შედეგიანი მატჩი ჰქონდა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ჰიუსტონ როკეტსმა'' ,,სან ანტონიო სპურსს'' უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:106 დაამარცხა.

მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 20 წუთში 12 ქულას, 4 მოხსნასა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანისა და 8-დან 2 სამქულიანის ჩაგდება შეძლო.

,,სპურსის'' რიგებში 22-22 ქულით სტეფონ კასლი და კელდონ ჯონსონი გამოირჩნენ, ,,ჰიუსტონს'' კი 25 ქულით, 9 მოხსნით, 5 ასისტითა და 2 დაფარებით ამენ ტომპსონმა ულიდერა.

,,სან ანტონიო'', რომელიც 24 მოგებითა და 33 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 2 მარტს, ,,მემფისის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები