Belive

ორლანდომ ისევ წააგო | გოგა ბითაძე ძირითად ხუთეულს დაუბრუნდა

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქი'' ,,პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან'' სტუმრად 29-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90:119 დამარცხდა. ეს ჯამალ მოსლის გუნდისთვის ბოლო 8 მატჩში მე-7 წაგება იყო.

7-მატჩიანი პაუზის შემდეგ (6 ტრავმის გამო გამოტოვა, 1-ში სასტარტოში ვენდელ კარტერი იყო), ძირითად ხუთეულში დაბრუნდა გოგა ბითაძე, რომელმაც არასრულ 18 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ დღეს სულ 1 ორქულიანი ისროლა და გამოიყენა.

,,ორლანდოს'' 24 ქულით, 3 მოხსნითა და 3 პასით ფრანც ვაგნერმა ულიდერა. ,,პორტლენდის'' რიგებში კი 23 ქულით, 7 ასისტით, 5 მოხსნითა და 2 ჩაჭრით სკუტ ჰენდერსონი გამოირჩა.

,,ორლანდო მეჯიქი'', რომელიც 24 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას ხვალ, ,,იუტა ჯაზის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები