ორლანდომ ფინიქსი დაამარცხა | გოგა ბითაძემ 14 წუთი ითამაშა
10 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ფინიქს სანსი 115:111 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მატჩში 14:02 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (4-დან 3 საჯარიმო) 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა დევინ ბუკერმა ჩააგდო, 21 ქულა ჰქონდა დესმონდ ბეინს.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 40 მოგებით და 35 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 2 აპრილს, ატლანტა ჰოუკსის წინააღმდეგ გამართავს.