Belive

ორლანდო ვაშინგტონთან დამარცხდა | გოგამ 15 წუთი ითამაშა

2 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ვაშინგტონ ვიზარდსთან 96:116 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ 14:53 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 1 ქულა (2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ქიშონ ჯორჯმა ჩააგდო, 22 ქულა ენტონი დევისმა დააგროვა, ხოლო ორლანდოდან 18 ქულით ტრისტან და სილვა გამოირჩა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 7 მოგებითა და 9 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 25 ნოემბერს დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები