ორლანდო დენვერთან დამარცხდა | ბითაძემ მატჩში 17 წუთი ითამაშა
3 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქი'' ,,დენვერ ნაგეთსთან'' სტუმრად 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90:112 დამარცხდა.
,,მეჯიქის'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 17 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. წინა მატჩის მსგავსად, ქართველ ცენტრს ტყორცნა კვლავ არ აუცილებია და 2-დან 2 ორქულიანის ჩაგდება შეძლო.
,,ორლანდოს'' რიგებშ 19 ქულით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით უენდელ კარტერი გამოირჩა, ,,დენვერს'' კი სამმაგი დუბლით ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა - 28 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა, 2 ჩაჭრა.
,,ორლანდო მეჯიქი'', რომელიც 25 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 9 თებერვალს, ,,სან ანტონიო სპურსის'' წინააღმდეგ გამართავს.