Belive

მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი | ტორონტო საკრამენტოსთან დამარცხდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საკუთარ დარბაზში ტორონტოს 5-მატჩიანი მოგებათა სერია საკრამენტო კინგსთან შეწყდა. რაპტორსი მეტოქესთან 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:123 დამარცხდა.

მატჩში 33 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

ტორონტოს რიგებში 20 ქულით, 6 პასით, 5 მოხსნითა და 1 დაფარებით არჯეი ბარეტი გამოირჩა, საკრამენტოს კი 28 ქულით, 19 მოხსნით, 1 ასისტითა და 1 დაფარებით პრეშეს აჩიუვამ ულიდერა.

რაპტორსი, რომელიც 42 მოგებითა და 34 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 4 აპრილს, მემფისის წინააღმდეგ გამართავს.

დღეს ითამაშა გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმაც, რომელიც ატლანტასთან 29-ქულიანი სხვაობით, 101:130 განადგურდა.

ქართველმა ცენტრმა 15 წუთში 4 ქულას, 5 მოხსნას, 2 დაფარებასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ორლანდო 40 მოგებითა და 36 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს ასევე 4 აპრილს, დალასთან გამართავს.

სხვა სტატიები