მამუკელაშვილი: ,,ყველანაირად ვეცდებით, რომ სლოვენიასთან ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ''
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, კაბო ვერდესთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ძალიან გაგვიხარდა, რომ პირველი თამაში მოვიგეთ. კარგი, პოზიტიური ენერგიით ვართ განწყობილნი.
წინ სლოვენიასთან დიდი მატჩი გველის. ყველანაირად ვეცდებით, რომ იგივენაირად მოვემზადოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ,'' - განაცხადა მამუკელაშვილმა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართა და 25 ქულით, ანგარიშით 85-60 იმარჯვა.
მამუკელაშვილმა 26 წუთში 10 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ჩვენი გუნდი მომავალ მატჩს ორშაბათს, 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ (15:30) გამართავს.