Belive

ისტორიული მიღწევა: თორნიკე შენგელია ევროლიგის 4 000-ქულიანთა კლუბს შეუერთდა

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში დუბაიმ ანადოლუ ეფესი 80:75 დაამარცხა.

მატჩში 15:18 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რა დროის განმავლობაშიც მან 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მთავარი ამ შეხვედრაში ერთი გამორჩეული ფაქტი იყო: უფრო კონკრეტულად, თორნიკე შენგელია ევროლიგაში 4 000-ქულიანთა კლუბს შეუერთდა. ის მე-9 პოზიციაზე აქამდეც იყო, მაგრამ ამჯერად 4-ათასიანი ნიშნული გადალახა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დუბაის კალათბურთელს 8 მოთამაშე უსწრებს:

  1. მაიკ ჯეიმსი - 5 961 ქულა

  2. ნანდო დე კოლო - 5 193 ქულა

  3. ნიკოლა მიროტიჩი - 4 514 ქულა

  4. ვასილის სპანულისი - 4 455 ქულა

  5. კოსტას სლუკასი - 4 439 ქულა

  6. იან ვესელი - 4 379 ქულა

  7. სერხიო ლული - 4 355 ქულა

  8. ხუან კარლოს ნავარო - 4 152 ქულა

  9. თორნიკე შენგელია - 4 001 ქულა

  10. საშა ვეზენკოვი - 3 939 ქულა

დუბაი ევროლიგის ცხრილში 8 მოგებით და 4 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 19 ნოემბერს თელ ავივის მაკაბის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები