Belive

გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ უიზარდსი" 110:90 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ 21:43 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა (5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო), 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 23-23 ქულა ენტონი ბლექმა და ფრანც ვაგნერმა ჩააგდეს.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 29 მოგებით და 30 მარცხით მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 თებერვალს "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.

დღეს, NBA-ში მეორე ქართველის სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიოც" თამაშობდა, სადაც "ნიუ ორლეანს პელიკანსთან" 114:96 დამარცხდა.

თავად მამუმ 7:13 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ყველაზე მეტი 22 ქულა ზაიონ უილიამსონმა ჩააგდო, 19 ქულა ჰქონდა კარლო მატკოვიჩს.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 24 მოგებით და 31 მარცხით მე-12 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 თებერვალს, კვლავ "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები