ფილადელფია პლეი-ოფშია | ბითაძის ორლანდოს კიდევ ერთი შანსი ექნება
5 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის პლეი-ინის მატჩში ფილადელფია სიქსერსმა ორლანდო მეჯიქი 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 109:97 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.
მატჩში 15 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
ორლანდოს 34 ქულით, 3 მოხსნით, 3 პასითა და 1 დაფარებით დესმონდ ბეინმა ულიდერა, ფილადელფიას რიგებში კი 31 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემით, 2 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ტაირის მაქსი გამოირჩა.
ორლანდო მეჯიქს პლეი-ოფში გასვლის კიდევ ერთი შანსი ექნება, მათ ამისთვის ხვალ შარლოტ ჰორნეტსი უნდა დაამარცხონ.
რაც შეეხება ფილადელფიას, სიქსერსი პლეი-ოფის პირველ რაუნდში რეგულარული სეზონის მეორეადგილოსანს, ბოსტონ სელტიქსს დაუპირისპირდება. სერია 19 აპრილს დაიწყება.