ფენერბაჰჩემ ევროლიგის რეკორდი დაამყარა
10 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის 29-ე ტურში ,,ფენერბაჰჩემ'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა და 30-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:88 დაამარცხა.
თურქებმა მეტოქეს 24 სამქულიანი ჩაუგდეს, რაც ევროლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
შარუნას იასიკევიჩუსის გუნდმა ,,ანადოლუ ეფესის'' 2022 წელს დამყარებული რეკორდი (22 სამქულიანი მაკაბის წინააღმდეგ, 2022 წელს) გააუმჯობესა.
გუშინდელ მატჩში თავი განსაკუთრებულად სკოტი უილბეკინმა (6 სამქულიანი) და ტაილერ დორსიმ (8 სამქულიანი) გამოიჩინეს.
,,ფენერმა'' ,,ვალენსიასთან'' შეხვედრაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით საკუთარი რეკორდიც დაამყარა - სტამბოლურმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ ,,ბასკონიასთან'' 111 ქულა მოაგროვა, გუშინ კი რეკორდი 7 ქულით გააუმჯობესა.
HISTORY MADE IN ISTANBUL 🟡🔵
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) March 14, 2024
24 3PM | 118 PTS@FBBasketbol pic.twitter.com/xRCopiejxW