დუდა სანაძე კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის კალათბურთელი - დუდა სანაძე, კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს, რომელიც მის პროფესიონალურ კარიერაში მე-14 კლუბია.

დუდა სანაძის ახალი კლუბი "ალ ნასრი" იქნება, რომელიც 2013 წელს დაარსა და საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.
დუდა ახალ კლუბში კარგ ფორმაში მიემგზავრება – იგი საქართველოს ნაკრების თებერვლის მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და დანიასთან მოგება გადამწყვეტ მომენტში ჩაგდებულმა მისმა სამქულიანმა, შემდეგ კი ორქულიანმა განაპირობა.
აქვე იმას შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქამდე მხოლოდ ერთ ქართველს - ნიკოლოზ ცქიტიშვილს უთამაშია.