Belive

დირკ ნოვიცკი FIBA-ს დიდების დარბაზის წევრი გახდა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

კალათბურთის მმართველმა ორგანომ, დირკ ნოვიცკის საპატიო ჯილდო გადასცა და 'დიდების დარბაზში' შეიყვანა.

გერმანელმა ლეგნდამ 21 წელი NBA-ში, დალას მავერიქსში გაატარა. ღონისძიება ბერლინში FIBA-ს ქალთა კალათბურთის 2026 წლის მსოფლიო თასის წილისყრის პარალელურად გაიმართა. ნოვიცკიმ გერმანიის ნაკრებსა და დალას მავერიქსში ბრწყინვალე თამაშით, მთელი ევროპული საკალათბურთო თაობა განსაზღვრა. ის უდიდესი გერმანელი კალათბურთელია ისტორიაში.

ნოვიცკი 2002 წლის FIBA-ს კალათბურთის მსოფლიო თასის, 2005 წლის FIBA-ს ევროპის ჩემპიონატისა და 2007 წლის NBA-ს რეგულარულის MVP (საუკეთესო მოთამაშე) გახდა. მან 2011 წელს NBA-ის ჩემპიონობა და ფინალების MVP-ის ტიტული მოიპოვა.