ბოსტონისა და პორტლენდის მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ბოსტონ სელტიქსმა'' ,,პორტლენდ ტრეილ ბლეიზერს'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 128:118 დაამარცხა.
,,სელტიქსის'' უკანახაზელებმა, პეიტონ პრიტჩარდმა და დერიკ უაითმა საოცარი მატჩი ჩაატარეს - ორივე კალათბურთელმა 9+ სამქულიანის ჩაგდება შეძლო (პრიტჩარდი - 10, უაითი - 9), რაც NBA-ის ისტორიაში თანაგუნდელების მიერ დაფიქსირებული ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
გარდა ამისა, ეს იყო პირველი შემთხვევა ,,ბოსტონის'' ისტორიაში, როცა ,,სელტიქსის'' ორმა მოთამაშემ 40+ ქულა მოაგროვა (პრიტჩარდი - 43, უაითი - 41).
,,ბოსტონი'' 44 მოგებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა. ,,სელტიქსი'' მომავალ შეხვედრას ხვალ, ,,ფილადელფია სიქსერსის'' წინააღმდეგ გამართავს.
PRITCHARD & WHITE COMBINE FOR 84 🤯🤯
— NBA (@NBA) March 6, 2025
Pritchard: 43 PTS | 10 REB | 5 AST | 10 3PM
White: 41 PTS | 3 STL | 9 3PM
Pritchard's 43 PTS & 10 3PM represent new CAREER-BESTS 🔥 pic.twitter.com/a6hlX56cLH