ბოლდუინის 11 ქულა - ბასკონიამ ბარსელონას მოუგო
ევროლიგის 24-ე ტურში ,,ბასკონიამ'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:86 დაამარცხა. პაბლო ლასოს გუნდმა მოგება ბოლო წამზე. ტრენტ ფორესტის ჩაგდებული 2-ქულიანით შეძლო.
,,ბასკონიას'' ძირითად ხუთეულში ითამაშა საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა, კამარ ბოლდუინმა, რომელმაც 18 წუთში 11 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 27 წლის გამთამაშებელმა 5-დან 4 ორქულიანისა და 2-დან 1 სამქულიანის ჩაგდება შეძლო.
მასპინძელთა რიგებში 22 ქულით, 9 მოხსნითა და 3 პასით ჩიმა მონეკე გამოირჩა. ,,ბარსელონას'' კი 14 ქულით, 4 მოხსნით, 2 ასისტით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ჩიმეზი მეტუმ ულიდერა.
24 ტურის შემდეგ, ,,ბასკონია'' 10 მოგებითა და 14 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზეა.
🔥🔥 NOS IMPONEMOS AL FC BARCELONA 🔥🔥
— Baskonia (@Baskonia) January 30, 2025
PARTIDAZO 🔛🔛
Otro gran triunfo que se queda en casa 🏟️🔒 pic.twitter.com/v9ZZY2Oyv2