ბითაძის ზუსტი ორქულიანები | ორლანდო ჩიკაგოსთან დამარცხდა
,,ორლანდო მეჯიქმა'' ზედიზედ მე-5 მატჩი დათმო. ჯამალ მოსლის გუნდმა დღეს ,,ჩიკაგო ბულსს'' უმასპინძლა და 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 123:125 დამარცხდა. ბოლო წამზე ,,ორლანდოს'' მოგება შეეძლო, თუმცა პაულო ბანკეროს სამქულიანი არაზუსტი გამოდგა.
შეხედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო გოგა ბითაძე, რომელმაც 17 წუთში 8 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა მატჩში 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
,,ორლანდოს'' რიგებში 20 ქულით, 9 მოხსნითა და 3 ასისტით პაულო ბანკერო გამოირჩა, ,,ჩიკაგოს'' კი 44 ქულით, 5 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 პასით კობი უაითმა ულიდერა.
,,ორლანდო მეჯიქი'', რომელიც 29 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 9 მარტს, ,,მილუოკი ბაქსთან'' სტუმრად გამართავს.