ბასკონია რეალ მადრიდთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "რეალ მადრიდმა" "ბასკონია" მინიმალური სხვაობით, 90:89 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგიონერმა, კამარ ბოლდუინმა 26:23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ყველაზე მეტი 22 ქულა სამმა კალათბურთელმა ჩააგდო, ესენია: ფაკუნდო კამპაცო, მარიო ჰეზონია და ნიკოლაოს როგკავოპულოსი, ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.
Luchamos hasta el final, pero cedemos en Madrid
— Baskonia (@Baskonia) January 23, 2025
Final en el Movistar Arena pic.twitter.com/gPXqYHQSOa
"ბასკონია" ევროლიგის ცხრილში 9 მოგებით და 14 მარცხით მე-15 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას კამარ ბოლდუინის გუნდი 26 იანვარს, 20:00 საათზე, "ფორცა ლეიდას" წინააღმდეგ გამართავს.