აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა ავსტრალიას 6 ქულით მოუგო (მიმოხილვა)
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ამერიკის საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადისთვის მზადებას განაგრძობს. სტივ კერის გუნდი დღეს აბუ დაბიში ავსტრალიას დაუპირისპირდა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:92 იმარჯვა.
აშშ მე-3 მეოთხედის სტარტზე 24 ქულითაც იგებდა, თუმცა ავსტრალიელებმა მეორე ტაიმში ანგარიშის შემცირება შეძლეს.
ამერიკის ნაკრებს 17 ქულით, 14 მოხსნით, 2 დაფარებით, 1 ასისტითა და 1 ჩაჭრით ენტონი დევისმა ულიდერა. 16 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო დევინ ბუკერის ანგარიშზე. 21 წუთამდე ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც 10 ქულას, 3 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი.
ავსტრალიის შემადგენლობაში 20 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით და 2 ჩაჭრით ჯოკ ლენდეილი გამოირჩა.
აშშ-ს ნაკრები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ოთხშაბათს, 17 ივლისს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.