Belive

"არასდროს იცი რა მოხდება" - კავაი ლეონარდი საბერძნეთში პლეი-ოფის მატჩს დაესწრო

22 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

საბერძნეთის საკალათბურთო ლიგაში პლეი-ოფის მე-3 მატჩი გაიმართა, სადაც ოლიმპიაკოსმა პანათინაიკოსი 102:92 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. შეხვედრა გამორჩეული იყო ერთი საინტერესო ფაქტორით, მატჩზე იმყოფებოდა NBA-ს სუპერვარსკვლავი კავაი ლეონარდი. მედიას მისი არენაზე ყოფნა არ გამოჰპარვია და მასთან მოკლე ინტერვიუს ჩაწერაც მოახერხეს.

როგორც გაირკვა კავაი ოლიმპიაკოსს და თავის მეგობარ კორი ჯოზეფს გულშემატკივრობდა, მისი მოკლე ინტერვიუ ასეთი იყო:

მე ოლიმპიაკოსის საგულშემატკივროდ ჩამოვედი. ეს ჯერჯერობით სახალისო გამოცდილება იყო - კავაი ლეონარდი

როდესაც ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა ოდესმე საბერძნეთში თამაშს, ლეონარდმა ასეთი პასუხი გასცა:

არ ვიცი. შეიძლება. შეიძლება ჩემმა რომელიმე შვილმა ითამაშოს, თუ ისინი NBA-ში ვერ მოხვდებიან, მაგრამ არასდროს იცი რა მოხდება - კავაი ლეონარდი