Belive

All Star Weekend | ჩატენვების, 3-ქულიანების და Skills Challenge-ს ტურნირები

2 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონი მცირეხნიან პაუზას იღებს და ყოველი წლის ამ პერიოდში ასპარეზს გასართობ და სანახაობრივ შოუებს უთმობს, არც ეს წელი იყო გამონაკლისი. პირველ დღეს სამი კონკურსი ჩატარდა, კონკრეტულად კი ესენი იყო: ჩატენვების, სამქულიანების და Skills Challenge. ხვალ კი უკვე გაიმართება ALL STAR-ის თამაში, რომელსაც მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელოდება.

ჩატენვების კონკურსი კვლავ G ლიგის კალათბუთბერთელმა, მაკ მაკლანგმა მოიგო, ეს მისთვის ზედიზედ მესამე ტიტულია აღნიშნულ კატეგორიაში.

მონაწილეები:

მატას ბუზელისი ("ჩიკაგო ბულსი")

სტეფონის კასტლი ("სან ანტონიო სპურსი")

ანდრე ჯექსონი ჟუნიორი ("მილუოკი ბაქსი")

მაკ მაკლანგი (G ლიგა, "Osceola Magic")

Skills Challenge-ის გამარჯვებული "კლივლენდ კავალიერსის" გუნდი, დონოვან მიტჩელისა და ევან მობლის დუეტი გახდა.

მონაწილეები:

"კლივლენდ კავალიერსის" გუნდი

დონოვან მიტჩელი

ევან მობლი

NBA-ს ახალწვეულების გუნდი

ზაკარი რისაჩერი

ალექს სარი

"სან ანტონიო სპურსის" გუნდი

კრის პოლი

ვიქტორ ვემბანიამა

"გოლდენ სტეიტ უორიორსის" გუნდი

დრეიმონდ გრინი

მოზეს მუდი

3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული "მაიამი ჰიტის" კალათბურთელი ტაილერ ჰიროუ გახდა

მონაწილეები:

ჯეილენ ბრანსონი ("ნიუ იორკ ნიქსი")

კეიდ კანინგჰემი ("დეტროიტ პისტონსი")

დარიუს გარლანდი ("კლივლენდ კავალიერსი")

ტაილერ ჰირო ("მაიამი ჰიტი")

ბადი ჰილდი ("გოლდენ სტეიტ უორიორსი")

კემ ჯონსონი ("ბრუკლინ ნეტსი")

დემიენ ლილარდი ("მილუოკი ბაქსი") *

ნორმან პაუელი ("ლოს ანჯელეს კლიპერსი")

ALL STAR-ის თამაში, ხვალ 17 თებერვალს ჩატარდება.

სხვა სტატიები