2023/2024 წლების სეზონის MVP ნიკოლა იოკიჩი გახდა!
9 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
9 მაისს, 2023/2024 წლების ეზონის NBA-ს MVP-ის ტიტულის გამარჯვებული, სერბი - ნიკოლა იოკიჩი გახდა.
ნიკოლა იოკიჩმა ბოლო 4 სეზონის განმავლობაში წლის საუკეთესო კალათბურთელის წოდება მესამედ მოიპოვა. ამ შედეგით იგი NBA-ის ისტორიაში მეცხრე კალათბურთელი გახდა, რომელმაც MVP-ის ტიტულის მოპოვება მესამედ შეძლო.
მიმდინარე სეზონში, ნიკოლა იოკიჩი, მატჩში საშუალოდ - 26.4 ქულას, 12.4 მოხსნასა და 9.0 შედეგიან გადაცემას ასრულებს.
ნიკოლა იოკიჩმა MVP-ს ტიტულის მოპოვება 2021, 2022 და 2024 წლებში შეძლო.