Belive

ზურიკო დავითაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore

22 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურის შეხვედრაში სენტ ეტიენმა ბასტიასთან ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩში საუკეთესო იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. სხვადასხვა სპორტულმა საიტებმა მას უმაღლესი შეფასება დაუწერეს და ეს დღეს გამოქვეყნებულ საუკეთესო თერთმეტეულზეც აისახა.

სრულად სიმბოლური გუნდი ასე გამოყურება:

მეკარე: ჯონი პლასიდე (ბასტია) - 7.9

მცველები: ბრედლი დანგერი (რედ სტარი) - 7.6, კილიან კაიბუე (ამიენი) - 7.7, რაფაელ ლიპინსკი (როდეზი) - 7.7, მაქსიმ ბუსი (რეიმსი) - 7.2

ნახევარმცველები: იესი ბენეტი (გრენობლი) - 8.1, ჯერემი ჟელინი (ნანსი) - 8.4, ტედი ბურიო (ნანსი) - 8.4, ტეი სავანიე (მონპელიე) - 8.0

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) - 8.5, ფელიქს ტომი (ბასტია) - 8.0

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურის საუკეთესო თერთმეტეული | Sofascore

სენტ ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილში 30 ქულით მე-2 ადგილზეა (9 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის თასის ეგიდით 21 დეკემბერს გამართავს, მათი მეტოქე 1/32-ფინალურ მატჩში ნიცა იქნება.

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს, ის ტაუფიკ ბინტიბისთან ერთად პირველ ადგილს იყოფს, რადგან ორივეს ზუსტად ერთნაირი მაჩვენებელი აქვს.

ქართველი ფეხბურთელის ორივე გოლი ბასტიას წინააღმდეგ:

სხვა სტატიები