Belive

ვიტესლავ იაროში: "ალისონის წასვლის შემდეგ, ლივერპულში პირველობისთვის ვიბრძოლებ"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის საკუთრებაში მყოფმა 24 წლის ჩეხმა მეკარემ - ვიტესლავ იაროშმა, "De Telegraaf"-თან ინტევიუში განაცხადა, რომ ალისონის წასვლის შემდეგ იგი პირველობისთვის იბრძოლებს და არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს.

ჩეხ მეკარეს, რომელიც ამჟამად აიაქსშია განათხოვრებული, ნამდვილად აქვს თავდაჯერებულობა და გამბედაობა, რომ საკუთარი თავისთვის უმაღლესი მიზნები დაისახოს.

"ძალიან სასიამოვნოა ალისონთან და გიორგი მამარდაშვილთან კონკურენციაში შესვლა, ეს უფრო დიდ გამოცდიელებასა და მონდომებას მაძლევს, რომ საკუთარი თავისთვის გაცილებით მეტი ვიმუშავო.

მე ვამბობ, რომ ახლა ბედნიერი ვარ, თუმცა როგორ შემიძლია კიდევ უფრო გავუმჯობესდე? მინდა მოვემზადო, რომ ლივერპულში ნომერ პირველი გავხდე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რამხელა კონკურენციაა.

ერთი რამ ცხადია, რომ ალისონის წასვლის შემდეგ, მე გუნდში პირველობა მინდა და როგორც კი ეს მოხდება, ამის შემდეგ ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება." - ვიტესლავ იაროში

ვიტესლავ იაროში 2019 წლიდან ლივერპულის ახალგაზრდული გუნდების მეკარე იყო, 2024/2025 წლების სეზონში კი 2-ჯერ ანდეს მას პირველი გუნდის კარი, საიდანაც ერთხელ კარის მშრლადად შენახვა შეძლო.

სეზონის დაწყებამდე, მან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კლუბის დროებით დატოვება გადაწყვიტა, ლივერპულმა კი იგი აიაქსში გაანათხოვრა, რის შემდაგაც აიაქსის უცვლელ მეკარედ იქცა.

მან ჩეხეთის ეროვნული ნაკრების კარიც ანდეს და უკვე 2-ჯერ შეძლო ნაკრებში თამაში.

სხვა სტატიები