Belive

ვიქტორ ოსიმენი ხულიან ალვარესის შემცვლელად? - ატლეტიკო შემცვლელს უკვე ეძებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ატლეტიკო მადრიდი მომდევნო სეზონიდან შემტევ ხაზში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ელოდეს, მათ ანტუან გრიზმანი ოფიციალურად დაემშვიდობა, ასევე დიდი აჟიაოტაჟია ატეხილი ხულიან ალვარესთან დაკავშირებით, არგენტინელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული კლუბი იჩენს, განსაკუთრებით ხშირია საუბრები ბარსელონაზე, პარი სენ-ჟერმენსა და არსენალზე.

ამის გათვალისწინებით, ატლეტიკო მადრიდის ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება მსოფლიოს ირგვლივ ყველა ისეთ მნიშვნელოვან შემტევ მოთამაშეს, რომელთაც თავიანთი კლუბის გაძლიერება შეუძლია, ერთ-ერთი ასეთი კი გალათასარაის ამჟამინდელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენია. Diario AS-ის ცნობით 27 წლის ნიგერიელს არაერთი მსურველი ჰყავს, ის მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი სამიზნეა. იმ შემთხვევაში თუ ხულიან ალვარესი ესპანურ კლუბს დატოვებს ოსიმენის ტრანსფერის საქმეში ატლეტიკო მადრიდიც ჩაერთვება.

ვიქტორ ოსიმენის საბაზრო ღირებულება ამჟამად 75 მილიონი ევროა, სწორედ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ იყიდა თურქულმა კლუბმა ის ნაპოლიდან და კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ხულიან ალვარესს, მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 90 მილიონი ევროა, ატლეტიკო მადრიდს კი მისი შეძენა დაახლოებით 95 მილიონი ევრო დაუჯდა.

სხვა სტატიები