ვილიარეალის უცნაური განმარტება ნიკოლას პეპეს თვალის ოპერაციაზე
ვილიარეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია, რომ ნიკოლას პეპეს სამედიცინო პროცედურა წინასწარ იყო დაგეგმილი და არავითარი კავშირი არ ჰქონდა 12 აგვისტოს მომხდარ მოვლენასთან.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვერსია, თითქოს კოტ-დ’ივუარელმა შემტევმა მზის დაბნელების პირდაპირ ყურებისას თვალი დაიზიანა. ინტერნეტსივრცეში ასევე აქტიურად ზიარდებოდა Snapchat-ის ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, თავად ფეხბურთელის ანგარიშიდან გამოქვეყნდა და მასზე მზის დაბნელება იყო აღბეჭდილი.
El propio Nicolás Pépé grabó el eclipse con su móvil, donde sale mirando directamente al sol sin ningún tipo de protección.
— Albert Ortega (@AlbertOrtegaES1) November 22, 2026
Él mismo colgó el momento en sus redes sociales. https://t.co/YzMoziwu6O pic.twitter.com/W2xDQrvvrx
თვალის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის გამო პეპემ ოქტომბერში ხუთი მატჩი გამოტოვა. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, ის 9-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ჯამში 18 დღის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა გუნდს.
საფეხბურთო კლუბი ვილიარეალი სხვადასხვა მედიასაშუალებაში ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს ნიკოლას პეპეს თვალის ოპერაცია მზის დაბნელების ყურებას უკავშირდება, სრული სიცრუეა. ქირურგიული ჩარევა წინასწარ იყო დაგეგმილი და აღნიშნულ ასტრონომიულ მოვლენასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
კლუბი მედიას მოუწოდებს, ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას მაქსიმალური სიზუსტე და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში
𝗖𝗢𝗠𝗨𝗡𝗜𝗖𝗔𝗗𝗢 𝗢𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟:
— Villarreal CF (@VillarrealCF) November 22, 2026
El Villarreal CF, ante las informaciones publicadas en distintos medios de comunicación recientemente, aclara que es completamente falso que la intervención oftalmológica de Nicolas Pepe tenga relación alguna con la observación del eclipse… pic.twitter.com/T9RQdr1kIY
პეპე ვილიარეალს 2024 წლის აგვისტოში, ტრაბზონსპორიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მანამდე კი ლილის, ნიცასა და არსენალის ღირსებას იცავდა.