"ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და ამისთვის ბევრს ვიშრომებ" - ზურიკო დავითაშვილი
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის 1/32-ფინალში სენტ ეტიენი ნიცას დაუპირისპირდება, შეხვედრა 21 დეკემბერს 17:45 საათზეა ჩანიშნული.
მატჩამდე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმაც ისაუბრა და თავის ამჟამინდელ ფორმაზე გაამახვილა ყურადღება:
პირადად ჩემთვის, სეზონის დასაწყისი რთული გამოვიდა. ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, 8 გოლი გავიტანე, რაც ჩემთვის საკმაოდ მისაღებია. თუმცა, ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და ამისთვის ბევრს ვიშრომებ.
ნიცა რთულ პერიოდს გადის, რაც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაინც ლიგა 1-ის გუნდია. საფრანგეთის თასი არის შეჯიბრი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უმაღლესი ლიგის გუნდებს დავუპირისპირდეთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. - ზურიკო დავითაშვილი
🎙️ Zuriko Davitashvili avant #OGCNASSE : "Sur le plan personnel, l’entame de la saison a été un peu difficile. Désormais, ça va mieux ! J’ai inscrit 8 buts, ça me semble correct. Mais je pense pouvoir faire mieux et je vais travailler dans ce sens." pic.twitter.com/uFE6TuAmFK
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) December 19, 2025