Belive

ვენსან კომპანი: "რეალთან მატჩისთვის იდეალურად ვართ მომზადებულები"

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი მადრიდის რეალთან საპასუხო მატჩის წინ საუბრობს.

"გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ზოგჯერ მსაჯს შეუძლია თამაშის გადაწყვეტა, ამას არავის ვუსურვებდი, მაგრამ ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ იდეალურად მომზადებულები ვართ როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. გარემო ძალიან კარგია და მშვიდად ვემზადებით", - ამბობს ვენსან კომპანი.

საწყისი შეხვედრა მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე, ბელგიელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა (2:1) მოიგო.

სხვა სტატიები